დღეს მოვახდინეთ ჩვენი 9 დღის მუშაობის შეჯამება.მოვისმინეთ თითოეული მონაწილის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი მუშაობით. მართლაც, ძალიან ბევრი რამ შევისწავლეთ ამ დღეების განმავლობაში. იმედი მაქვს ნასწავლს კარგად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა დიდი შრომა გასწია ბატონმა დიმიტრი პოპოვმა
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისათვის.
პატივისცემით ნატალია კიკნაძე
Tuesday, July 7, 2015
Wednesday, July 1, 2015
დღე მერვე
მუშაობის მერვე დღე ძალიან დატვირთული და სახალისო იყო. ვისაუბრეთ როგორ ჩავრთათ სპეციალური საჭიროების მქონე და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები პროექტში,ვიმუშავეთ პროექტზე და განვიხილეთ ფასილიტაციის პრეზენტაციის ნიმუში.იმედი მაქვს, დღევანდელი ნასწავლი გამომადგება შემდგომ მუშაობაში.
დიდი მადლობა დრევანდელი დღისათვის.
Tuesday, June 30, 2015
მეშვიდე დღე
დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ვისწავლეთ განსხვავება შეფასებასა და ინდიკატორს შორის, თანამშრომლობითი შეფასება, ვისაუვრეთ მოსწავლის ნიმუშის დამზადებაზე პროექტისათვის,
Friday, June 26, 2015
მეხუთე დღე
მეხუთე დღე
როგორც ყოველთვის დღესაც დატვირთული სამუშაო დღე გვქონდა. ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, ვისწავლეთ ძიების სინტაქსები, ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე.
ვფიქრობ, დღევანდელი ნასწავლი გამომადგება პროექტის წარმატებით დასრულებაში.
Monday, June 22, 2015
დღე მესამე
სამუშაო დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ვისწავლეთ და გავიხსენეთ ბევრი საინტერესი საკითხი.კერძოდ , სასწავლო პროექტის დაგეგმა სტანდარტების გათვალიწინებით,
პროცედურების გაწერისას მაღალი სააზროვნო უნარების გათვალისწინება,
მიმართულების მიცემის საკვანძო საკითხები.
ჩემი სურვილია დავწერო პროექტი თემაზე; მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება.
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო დღისათვის!.
პროცედურების გაწერისას მაღალი სააზროვნო უნარების გათვალისწინება,
მიმართულების მიცემის საკვანძო საკითხები.
ჩემი სურვილია დავწერო პროექტი თემაზე; მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება.
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო დღისათვის!.
Subscribe to:
Posts (Atom)